02:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-30 15:42:40, 553 ნახვა

საზოგადოება
ეკა ხოფერია: ყოველთვის ინგას გვერდში ვიდგები და ჩემი კოლეგებისთვის გადაცემების დახურვას გავაპროტესტებ

ტელეკომპანია იმედის მიერ  საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტის შეჩერებას  ჟურნალისტი ეკა ხოფერია ეხმაურება.

ხოფერია სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:

"და მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ! რატომღაც მგონია, რომ ეს ისტორია ინგაზე დასრულდება კარგად! მე ყოველთვის მის გვერდში ვიდგები და ყოველთვის გავაპროტესტებ ჩემი კოლეგებისთვის გადაცემების დახურვას. ინგა პირველი და ლამის ერთადერთი იყო, ვინც მხარში დამიდგა, როცა პირდაპირი ეთერიდან წამოვედი. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ძალიან. შეიძლება მოგწონდეთ მისი წაყვანის მანერა, შეიძლება - არა, მაგრამ , ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ ის ერთ- ერთი ძლიერი ჟურნალისტია ჩვენს მედია- სივრცეში და მისთვის გადაცემების დახურვა მინიმუმ მეტ განმარტებას მოითხოვს საზოგადოებისთვის.
ვაპირებ მივიღო განმარტებები ხვალ მენეჯმენტისგან, ვგეგმავ ოჯახთან დაკავშირებას. ეს არხი მე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება ამ არხზე და ვინ არა. მნიშვნელოვანია, რომ იმედზე იყოს საზოგადოებრივ- პოლიტიკური გადაცემები . მნიშვნელოვანია, რომ ჩემს კოლეგას აი ასე არ უხურავდნენ გადაცემას. მოკლედ, წარმატებები ინგას და წარმატებები მეც ამ ყველაფრის გარკვევასა და მოგვარებაში",-წერს ეკა ხოფერია.

საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია იმედი დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტს.ამის შესახებ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი  და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.
ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შექმნაში",-აღნიშნულია "იმედის" განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics