01:21 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-29 15:24:27, 547 ნახვა

საზოგადოება
ერგეტაში გრანდიოზული მარულა ჩატარდა

მარიამობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში გრანდიოზული მარულა ჩატარდა. 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების პირველი პირები ესწრებოდნენ.
მათივე ცნობით, ცხენოსნები ერთმანეთს მარულაში, ყაბახსა და მოქნევაში შეეჯიბრნენ. გამარჯვებულები 4 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდა. 
ერგეტაში ცხენოსანთა შეჯიბრთან ერთად სხვადასხვა კულტურული და სპორტული ნომრების ჩვენებაც გაიმართა. მარულასთან ერთად ფალავნები ერთმანეთს ქართულ ჭიდაობაში შეეჯიბრნენ. სანახაობა ხალხური სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით წარიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ცხენოსნებმა მიიღეს.
ღონისძიება სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. პროექტი მივიწყებული ტრადიციების აღდგენა - პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. სოფელ ერგეტასა და ორულუში მარიამობა დღეს ტრადიციულად მარულაში ერთმანეთს მიმდებარე სოფლებიდან გამორჩეული ცხენოსნები ეჯიბრებოდნენ.
გამარჯვებულები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ დააჯილდოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics