|
2020-06-25 12:04:04, 1777 ნახვა
სამართალი
ალექსანდრე კობაიძე - ვერსია, რომ შაქარაშვილი ბოლოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა ნახეს, რეალობას არ შეესაბამება
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული მორაგბეების ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფები საქმეში ჩნდებიან, გიორგი შაქარაშვილი უკვე იქ აღარ იმყოფებოდა. როგორც კობაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ ჟურნალისტებს განუცხადა ვერსია, რომ ბოლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა გიორგი შაქარაშვილი ნახეს, რეალობას არ შეესაბამება. „მოგეხსენებათ, გუშინ ერთ-ერთი მოწმე გამოვიდა და იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც მან საკუთარი თვალით დაინახა. კონკრეტულად მან თქვა, რომ მანქანა, როდესაც გაჩერდა, ამასობაში ორი ადამიანი გაიქცა, სულ ექვსნი იყვნენ, ხოლო ის ორი ადამიანი, რომელიც გაიქცა, თვითონ და გიორგი შაქარაშვილი იყო. ლოგიკას რომ გავყვეთ, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები, როდესაც აღნიშნულ საქმეში ჩნდებიან და „ტოიოტა ქამრის“ ავტომანქანით გადაადგილდებიან, უკვე გიორგი იქ არ იმყოფება, ე.ი. ვერსია, რომ ბოლოს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა ნახეს შაქარაშვილი, რეალობას არ შეესაბამება. ფაქტია, რომ აღნიშნულმა პირმა დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ ბოლო მანქანის მისვლამდე გიორგი იქ არ იყო. „მერსედესში“ ვინც ისხდნენ, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს დაურეკეს და უთხრეს, რომ მისიანებს ეძებდნენ და სწორედაც ეძებდნენ იმიტომ, რომ კონფლიქტი აერიდებინათ. როგორც ირკვევა, რკინის ხელკეტი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანიდან არ არის ამოღებული, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, „მერსედესის“ ტიპის ავტომანქანიდან ამოიღეს“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ. კითხვას, თუ რა მიზანი ამოძრავებდათ მის დაცვის ქვეშ მყოფ პირებს და რატომ ჩავიდნენ ისინი ადგილზე, კობაიძე პასუხობს, რომ მათი მიზანი ინტელექტუალური დახმარება იყო.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)