09:32 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-24 23:08:50, 1952 ნახვა

სამართალი
საია კაფე-ბარების დაჯარიმებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს

საია კაფე-ბარების დაჯარიმებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით Covid-19-ით გამოწვეული შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმებული კაფე-ბარების უმრავლესობა უსაფუძვლოდ დააჯარიმეს.

„საია-მ შეისწავლა დაჯარიმებული 12 კაფე-ბარის საქმის მასალები და მათ დაკისრებული ჯარიმების გასაჩივრებაში ეხმარება. სამართალდარღვევის ოქმების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ დარღვევად მიჩნეულ ქმედებას რიგ შემთხვევებში საერთოდ არ ჰქონია ადგილი, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ინსპექტირების დეპარტამენტმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებს იმაზე მეტი ვალდებულება დააკისრა, ვიდრე ეს რეკომენდაციებით იყო მოთხოვნილი. ასევე, სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში აღნიშნულია მცირე მნიშვნელობის ტექნიკური გადაცდომები, რაზეც შესაბამის უწყებას შეეძლო დაჯარიმების ნაცვლად სიტყვიერი შენიშვნა გამოეყენებინა“ ,  - ვკითხულობთ საიას განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით არ არის მკვეთრად გამიჯნული სარეკომენდაციო ხასიათის და შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნები.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 15 ივნისს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა რამდენიმე კაფე-ბარი შეამოწმა და 16 მათგანი 10 000 ლარით დააჯარიმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics