|
2020-06-24 14:41:53, 1547 ნახვა
კომენტარი
ელისაშვილი ბოკერიას - სტამბოლის ბაზარი რომ გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში, ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები?
წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით წერს, რომელმაც ელისაშვილი „პოლიტიკურ ვაჭრობაში“ დაადანაშაულა. როგორც ელისაშვილი წერს, ბოკერიას „მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით“ ლევან იოსელიანი წესიერი კაცია. „ბოკერია ისე გამწარებული იწყევლებოდა გუშინ ცოტა შემეცოდა კიდეც. რაო გიგა სტამბოლის ბაზარი რო გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლა კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა „პოლიტიკოსი კაცი“?! წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? ვიცი ვერაფრით იჯერებთ შენ და შენი ამფსონები მარა მართლა ხალხის პრობლემები გვაწუხებს მე და ჩემ გუნდს და მართლა ამ ქვეყნის წინსვლისთვის ვართ პოლიტიკაში. ასევე მართლა ფეხებზე გვკიდია შენი და შენნაირი „ცეხავიკების“ დალაგებული რაღაც სქემები და გარიგებები. თქვენ რაც პოლიტიკა გგონიათ იმაზე გვერევა ზუსტად გული და იმის შესაცვლელვად ვართ მოსულები. ლევან იოსელიანს კაცის კაცი რომ უძახე უნდა იცოდე რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია. 30 წელია ცხოვრებას მხარდამხარ მოვუყვებით და ჩემზე ბედნიერი კაცი არაა რომ ამ ჭუჭყიან პოლიტიკაში ლევანი გვერდით მიდგას და მაძლიერებს. შენი მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით ლევან იოსელიანი არის წესიერი, პრინციპული და პატრიოტი კაცი“, - წერს ელისაშვილი.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)