2020-06-24 11:37:15, 1411 ნახვა
კომენტარი
ნოდარ მელაძე სუს-ში მივიდა
შაბათს, ვასამბეკ ბოკოვის შესახებ გაკეთებული სიუჟეტის საფუძველზე, ნოდარ მელაძე დღეს სუსში მივიდა.
სიუჟეტში აღნიშულია, ვასამბეკ ბოკოვის ძმის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ქავთარაძის სპეცოპერაციაზე აყვანილი დამნაშავე მისი ძმა არაა.
„"შაბათს, "ტელე პირველმა" ბოლო დროის ყველაზე დიდი საგამოძიებო მასალა მოამზადა, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმის ფიგურანტის ვასამბეკ ბოკოვის შესახებ. ის დოკუმენტაცია რომელიც ჩვენ, ძალიან დიდი შრომის შედეგად მოვიპოვეთ ძალიან ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, რომელზეც მანამდე არც პროკურატურამ არ გვიპასუხა.
გუშინ ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ დამიკავშირდა გაომძიებელი და გვითხრა, რომ ამ საქმის გამოძიების დროს გაჩნდა ინტერესი და კითხვები ჩვენს მიმართ. ჯერ დამირეკეს მე, როგორც გადაცემის ავტორს და წამყვანს და შემდეგ იყო ზარი, გამომძიებელ ჟურნალისტთან მაკა ჩიხლაძესთან, რომ ჰქონდათ კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით.
მოვედით კითხვებზე პასუხის გასაცემად, თუმცა სუსშიც კარგად იციან, რომ ჟურნალისტებს გვიცავს კანონი, წყაროს გაუთქმელობის შესახებ და შესაბამისად, არ გვაქვს ვალდებულება დავასახელოთ წყაროები.
ლევან მახარაშვლილი იქნება ჩემი ინტერესების წარმომადგენელი ადვოკატი. ველოდები რა კითხვები ექნება სუსს, ეს იქნება მხოლოდ რეპორტაჟთან დაკავშირებით თუ მის მიღმა.
ჩვენს ხელში აღმოჩნდა, არა მხოლოდ ის დოკუმენტები რომლებიც შაბათს, გამოძიების პირველი ნაწილის დროს გავასაჯაროეთ, არამედ ჩვენს წარმოებაშია ჟურნალისტური გამოძიების მეორე და მთავარი ნაწილი, რომელსაც მაყურებელი შაბათს ნახავს. ამ გამოძიებაში კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტია ვიდრე პირველი ნაწილის დროს გავასაჯაროეთ, რა თქმა უნდა ამ ჟურნალისტური გამოძიების დროს, მთავარი კითხვა, რომელსაც გაესვა პასუხი, არის თუ არა ადამიანი ვასამბედ ბოკოვი ადამიანი, რომელიც იხდის სასჯელს. მისი ძმა, ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მან ნახა რამდენიმეჯერ ეს ჩანაწერი, რომელიც ქავთარაძის ქუჩაზეა გაკეთებული და რომელიც მისი ძმის დაკავებას ასახავს, ეს ჩანაწერი არის მაღალი გარჩევადობის, შესაბამისად ის ამბობს, რომ არც სიმაღლით არც პარამეტრებით, ეს მისი ძმა არ ყოფილა. გვარი, სახელი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ქალაქი, სოფელი ყველაფერი ემთხვევა, მაგრამ ფიზიკურად ეს მისი ძმა არ არის.
შესაძლოა, თუ არა ახლა საპატიმროში ვასამბეკ ბოკოვის მაგივრად სხვა ადამიანი იჯდეს და კონსპირაციისთვის დაქირავებული პირის მიმართ სხვა სახის კონსპირაციები იყო გამოყენებული", - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან