02:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 12:27:13, 1502 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - მემგონი, ოპოზიციას სულ არ ენაღვლება გიორგი რურუა

იყო თემა, როდესაც წყვეტდნენ ვინ ეწამებინათ, ვინ მოეკლათ, ვინ ჩაესვათ, ვინ გამოეშვათ და ვისთვის რა წაერთმიათ. სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ეს არის რეალობა რაშიც დღეს ვცხოვრობთ - ამის შესახებ პარლამენდტის ვიცე სპიკერმა, გია ვლოსკიმ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რურუას გათავისუფლება შესაძლოა სხვა ჩამალულ თემას გულისხმობდეს და სინამდვილეში ოპოზიციას "არ ენაღვლება" რურუა.

"რაც შეეხება რურუას გათავისუფლებას, აქ ორი თემაა, ერთი ჩამალული თემა რომელიც, რატომღაც უნდათ, რომ წინ წამოწიონ. მემგონი სულ არ ენაღვლებათ რურუა, თემა ის არის, რომ თურმე ჩვენ გვაქვს რესურსი რომ გავათავისუფლოთ. ანუ პარტიას შეუძლია უკარნახოს სასამართლოს და აქედან გამომდინარე გააკეთოს აღიარებითი ჩვენება, რომ ხელისუფლება წყვეტს ვინ იჯდება და ვინ გამოვა. ეს თემა იყო უკვე და გავიარეთ, იყო თემა, როდესაც წყვეტდნენ ვინ ეწამებინათ, ვინ მოეკლათ, ვინ ჩაესვათ, ვინ გამოეშვათ და ვისთვის რა წაერთმიათ. სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ეს არის მტკიცებულების ერთობლიობის საფუძველზე, აქედან ადვოკატი იქიდან პროკურორი, ეს არის რეალობა რაშიც დღეს ვცხოვრობთ და ამ რეალობის შეცვლა არ მოხდება, მაგრამ მათ უნდათ დაანახონ, ჩვენ პარტნიორებს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ ამას საქართველოში იხილავენ. უთხარით სასამართლოს გამოუშვას თორე ხმას არ მივცემთ, ერთი მიზანია და მეორე ვალდებულება აქვთ გარკვეული და ასრულებენ ამას, ამ თამაშში უწევთ ყოფნა. რთულ დღეში არიან, იგივე, რომ არჩევნების გადადება გვინდა ან კოვიდ ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობას ხელოვნურად ვზრდით და თურმე ფულს ვაკეთებთ, უამრავი სისულელეა და ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
თვითონ რურუა არ უწოდებს თავის თავს ოპოზიციის ლიდერს, ანუ კარპენტერი მოგვიწოდებს უკანონობა ჩავიდინოთ და სასამართლოზე მოვახდინოთ ზეწოლა, რომ ის გადაწყვეტილება მიიღოს მას საუკეთესო გამოსავლად მიაჩნია. ეს ქვეყნისთვის იქნება ცუდი და სასამართლოც არ მიიღებს, ეს არ არის ერთი და ორი დღის საქმე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics