04:42 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-22 17:09:26, 6568 ნახვა

მსოფლიო
თეოდორ რუზველტის ქანდაკება ნიუ-იორკის მუზეუმიდან მოიხსნება

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის ბრინჯაოს ქანდაკება ნიუ-იორკის მუზეუმიდან მოიხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინიციატორების ამის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ქანდაკება რასიზმისა და იმპერიალიზმის სიმბოლოა. აღნიშნულ ქანდაკებაზე მოცემულია ცხენზე ამხედრებული თეოდორ რუზველტი, რომელსაც აფრიკელი კაცი უდგას გვერდით.

რუზველტის შვილიშვილი დათანხმდა ქანდაკების მოხსნის საკითხს და განაცხადა, რომ ეს არ ასახავს რუზველტის მემკვიდრეობას.

მალევე ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა - „სასაცილოა, ნუ გააკეთებ ამას!“

მას შემდეგ, რაც აშშ-ში პოლიციამ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მოკლა, შეერთებულ შტატებში მწვავე კამათი მიმდინარეობდა გარკვეული ქანდაკებების მოხსნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. აშშ-ს ერთ-ერთი ასეთი იყო კრისტოფერ კოლუმბის ქანდაკებაც.

ანტირასობრივი გამოსვლების, Black Lives Matter, ფარგლებში გლობალურ დონეზე გავრცელდა იდეა, რომ მსგავსი სახის  ძეგლები ბევრ სხვა ქვეყნებშიც მოიხსნას.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics