2020-06-21 12:39:15, 3258 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთში პარკში თავდასხმის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა
ბრიტანეთის პოლიციამ რედინგის პარკში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ლიბიელი მამაკაცი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
"სკაი ნიუსის" ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. მათ ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. კიდევ სამი დაიჭრა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თავდასხმამდე პარკში აქცია Black Lives Matter მიმდინარეობდა. პოლიციამ უარყო ინფორმაცია, თავდასხმელის ლიბიური წარმოშვების შესახებ.
Black Lives Matter -ს ორგანიზატორის იემა ხასანის განცხადებით, თავდასხმას მშვიდობიან საპროტესტო აქციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,