17:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-21 12:16:18, 9094 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი სამცხე-ჯავახეთში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალებში მიმდინარე სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა დღეს ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი მოინახულა. მისი ბრძანებით, ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამ თვეში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი (BCT) მთლიანად ახალქალაქში დისლოცირდება.

სამხედრო ბაზაზე უკვე დასრულებულია რამდენიმე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი ყაზარმა, შტაბის შენობა, სასადილო, ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი, სამი საქვაბე, რომელიც შენობების გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს და საყარაულო შენობა. მოეწყო შიდა გზები, გარე განათება და სამწყობრო მოედანი.

დაგეგმილია ლაზარეთის, ასევე დაცვისა და უზრუნველყოფის ასეულების ყაზარმების მშენებლობა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 800 რეკრუტის მომზადებაზეა გათვლილი.

დღესვე, თავდაცვის მინისტრი ახალციხეში, სატანკო სასწავლო ცენტრის ბაზაზეც იმყოფებოდა, სადაც სასადილო და ყაზარმები დაათვალიერა. ტერიტორიაზე იგეგმება სტადიონის მშენებლობაც.

ირაკლი ღარიბაშვილი ოსიაურში ლოჯისტიკის დაცვის ბატალიონის ტერიტორიაზე არსებული ყაზარმისა და სასადილოს სარემონტო სამუშაოებსაც გაეცნო. მინისტრი საწყისი საბრძოლო მომზადების აღმოსავლეთ მიმართულების კურსის ახალწვეულებს პირადად გაესაუბრა.

თავდაცვის მინისტრთან ერთად მისი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ლოჯისტიკის სარდალი ბრიგადის გენერალი იოსებ ლოლაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე იმყოფებოდნენ.

თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში მიქაელ მთავარანგელოზის საკათედრო ტაძარშიც იმყოფებოდა, სადაც წმინდანთა ნაწილები და ტურინის სუდარის ზუსტი ასლი მოილოცა, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმეა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics