02:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 20:12:32, 1790 ნახვა

კომენტარი
20 ივნისი 9 აპრილის გაგრძელება იყო და ეს ბრძოლა კიდევ გაგრძელდება - სამოქალაქო აქტივისტი

20 ივნისი 9 აპრილის გაგრძელება იყო, ეს იყო 24 წლის აჯანყების გაგრძელება, ეს იყო იმ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც საქართველომ დაიწყო და აუცილებლად გაგრძელდება - განაცხადა, სამოქალაქო აქტივისტმა 2019 წლის "გავრილოვის ღამის" წლისთავზე გამართულ მანიფესტზე. 
მანა ასევე აღნშნა, რომ ეს დღე საქართველოში ეროვნული მოძრაობის განახლების დღე იყო. 
"დღეს არის ერთი წლის თავი, იმ ტრაგიკული მოვლენიდან როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები დასახიჩრდნენ, დაზიანდნენ. თუმცა მემინდა ვთქვა, ეს იყო დიდი პოლიტიკური და მორალური გამარჯვების დღე. ამ დღეს საქართველოში ეროვნული მოძრაობა განახლდა და გილოცავთ ეროვნული მოძრაობის ტალღის დაწყებას.
ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ორი საუკუნეა ცდილობს, რომ საქართველოს პოლიტიკური და მორალური მკვლელობის აღასრულებას. ამისთვის, ის ამყარებს ანექსიებს და კომუნისტურ რეჟიმებს, მაგრამ მაშნ როდესაც გარეთაც და შიგნითაც ქართველი ერი არის მოკლული სწორედ მაშინ დგება ხოლმე მერაბ კოსტავა იტყოდა 89 წელს, ის მომენტი როდესაც ქართველი ერი ერთად დგება და საკადრის პასუხს სცემს როგორც რუსეთს ისე, დამნაშავეებს ქვეყნის შიგნით. 
20 ივნისს მე მახსოვს ცრემლომორეული სახეები, აღფრთოვანებული სახეები, ადამიანები, რომლებიც რომლებიც რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზის მიუხედავად ერთი ნაბიჯით უკან არ იხევდნენ, იმიტომ რომ  ისინი თავისუფლებისთვის და სუვენრენობისთვის იბრძოდნენ. 
ეს იყო 9 აპრილის გაგრძელება, ეს იყო 24 წლის აჯანყების გაგრძელება, ეს იყო იმ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც საქართველომ დაიწყო და აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა, მანიფესტაციის მონაწილემ. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics