09:59 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 15:11:20, 3111 ნახვა

მსოფლიო
ბელორუსიაში 100-მდე მომიტინგე დააკავეს, რომლებიც ლუკაშენკოს ხელახალ საარჩევო კამპანიას აპროტესტებდნენ

ბელორუსიის პრეზიდენტი, ლუკაშენკო, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, აგვისტოში საპრეზიდენტო ვადის გაგრძელებისთვის კამპანიას იწყებს. არჩევის შემთხვევაში ეს მისი მეექვსე ვადა იქნება.
მისი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, მინსკშ მანიფესტი გამართეს ოპოზიციონერებმა. 
ოპოზიციონერები ხელმოწერებს აგროვებდნენ აქციაზე და მაშინ, როდესაც "რადიო თავისუფალი ევროპის" ჟრნალისტი პირდაპირ ეთერში გადასცემდა აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, მანიფესტანტები სპეც რაზმმა დაარბია. 
ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის „ვესნას“ ცნობით, მინსკში დაკავებულია 120 მანიფესტანტი, რომელთა ნაწილიც ამ დროისთვის უკვე თავისუფალია. 
სანამ საპროტესტო აქციას გამრთავდნენ, პოლიციამ ლუკაშენკოს ერთ-ერთი ოპონენტი, ბაბარიკო დააპატიმრა ფინანსური დანაშაულის ეჭის საფუძველზე. 
აქციაზე ჟურნალისტები, ბლოგერები და სხვა აქტივისტები იმყოფებოდნენ. 

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არ დაუშვებს, რომ ბელარუსის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქროს. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ ქვეყნის დესტაბილიზაციის მასშტაბური გეგმა ჩაშალა - ამის შესახებ განცხადება ბელარუსის ლიდერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 9 აგვისტოს არის დანიშნული.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics