03:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 15:30:12, 1942 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე - წინანდელისგან განსხვავებით, მაჟორიტარებისგან სიურპრიზს აღარ უნდა ელოდოთ

,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით , საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საზოგადოება მაჟორიტარებისგან სიურპრიზს აღარ უნდა ელოდოს.

დეპუტატის განმარტებით, მაჟორიტარების მოთხოვნათა დიდი ნაწილი შესრულებულია.

,,არა, წინანდელი მაჟორიტარებისაგან განსხვავებით, ამჯერად სიურპრიზს არ უნდა ელოდოთ, იმის გამო, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. ერთი ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით მაჟორიტარული მდგენელი იქნება შენარჩუნებული. არა იმ რაოდენობით, რაც ვითხოვეთ, მაგრამ შენარჩუნებული იქნება. ასევე, მეორე ჩვენი მოთხოვნა, რომ შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება არა პროპორციული, არამედი იმ სისტემით, რა სისტემაც აქამდე იყო. მაქვს იმედი, რომ კენჭისყრაზე საკმარისი ხმები იქნება.

რაც შეეხება ოპოზიციას, მე არამგონია, რომ მათ შეძლონ იმ წარსული საქმიანობის საზოგადოებისთვის გადამალვა, რაც სამწუხაროდ, ძალიან კარგად ახსოვს ჩვენს საზოგადოებას. ნუ თვლიან, რომ საზოგადოებას აქვს ბრმა ამნეზია, მათ ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვთ. სწორედ ამ ცნობადობით იქნება შეფასება და ისინი აუცილებლად დამარცხდებიან, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics