08:35 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 15:12:58, 2446 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში 489 სამედიცინო პერსონალი კორონავირუსით გარდაიცვალა

რუსეთში, კორონავირუსის ინფექციით 489 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი ალა სამოილოვა ავრცელებს. 
"ვენ თითქმის 500 ჩვენი კოლეგა დავკარგეთ, ისინი კორონავირუსის ინფექციით დაიღუპნენ", - განაცხადა ალლამ. 
ინფექციით გარდაცვლილ ექიმთა და მედ პერსონალის აღრიცხვას ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად თვითონ საავადმყოფოებიც არაოფიციალურად აწარმოებენ. ამ სიას ისინი სახსოვარ სიად მოიხსენიებენ. 18 ივნისის მონაცემებით სიაში 444 ადამიანის სახელი წერია, მაისის ბოლოს ამ სიაში 311 მედ პერსონალი იყო, ხოლო 26 მაისს ჯანდაცვის სამინისტროში კიდევ 101 გარდაცვალების შესახებ განაცხადეს.
არსებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტის პრესსპიკერი პესკოვი აცხადებს, რომ ამ სიის უტყუარობის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ როგორ შეიძლებოდა თავად ექიმებს აღეწერათ კოლეგების გარდაცვალების შემთხვევები ხოლო შემდგომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის მოეთხოვათ ახსნა განმარტება მათ მიერ აღნიშნული რიცხვის შესახებ.
პანდემიის დაწყებიდან, დღემდე, რუსეთში 561 000 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, თითქმის 314 000 გამოჯანმრთელდა, ხოლო მოთლიანი მოსახლეობიდან 7 600 ადამიანი გარდაიცვალა. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics