08:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 13:01:48, 2317 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთში, 21 მილიონი მოსახლე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კარანტინში გადაიყვანეს

პეკინში, ახალი ინფექციის გავრცელების მეორე ტალღის დაწყების გასაკონტროლებლად ტელეფონის მონაცემებს იყენებენ. ისინი ცდილობენ ის 355 000 ადამიანი იპოვონ ვისაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა. ამ დროისთვის 21 მილიონი მოსახლე კი უკვე კარანტინში გადაიყვანეს. 
ერთ-ერთი რეპორტიორის თქმით, ამ 355 000 ადამიანის მოძიება მათი ტელეფონის მონაცემების მიხედვით მოხდება. 
მისი თქმით, მაშინ, როდესაც ის ბეიჯინგში "Xinfadi"-ის ბაზარში იმყოფებოდა მისმა ტელეფონმა დარეკა, როგორც მან აღნიშნა, ეს იყო საიდენტიფიცირებელი ზარი რომლის მიხედვითაც ჩინეთის ჯანდაცვის ორგანიზაციამ მიიღო ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. 
"Xinfadi"-ის ბაზარი დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსული ინფექციის ჩინეთში ხელმეორედ გავრცელების ეპიცენტრად ითვლება. 
Associated Press-ის ცნობით, მარკ შიფელბაინს ოფიციალურმა პირებმა მიუთითეს, რომ კარიბჭისკენ წასულიყო, რათა კორონავირუსიზე ტესტი გაეკეთებინა. მაშინ როდესაც მან ჰკითხა თუ რატომ ჰქონდათ ეჭვი, რომ მას შესაძლოა კორონავირუსი დაფიქსირებოდა მათ უპასუხეს, რომ ერთ-ერთი ინფიცირებულს, რომელიც იგივე ბაზარში იმყოფებოდა მარკის ტელეფონის ნომერი აღმოაჩნდა და სწორედ ამიტომ დაუკავშირდნენ მას. 
"პეკინის ოფოციალური პირების განცხადებით მათ 355 000 ინფიცირებული აღმოაჩინეს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ როგორ", - განაცხადა მარკმა. 
ამერიკული პრესის "თაიმსის" ცნობით, ბეიჯინგი საგანგებო რეჟიმს უბრუნდება და 21 მილიონი მოსახლე საკარანტინე სივრცეში გადაჰყავთ. მოქალაქეებს ეკრძალებათ მოგზაურობა დედაქალაქს გარეთ მას შემდეგ რაც კიდევ 4 პროვინციაში აღმოაჩინეს ინფიცირებულები. 
ინფექციის ახალი აფეთქება ერთი კვირის წინ, "Xinfadi"-ის სასურსათო ბაზარში დაიწყო. 
პეკინის აეროპირტებში, ათასობით ფრენა გადაიდო, დედაქალაქში საგანგებო სიტუაციის მეორე დონე გამოცხადდა.
ვირუსის 21 შემთხვევა დაფიქსირდა გსული 24 საათის განმავლობაში. ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებით ახალი შემთხვევების რაოდენობა ჯერჯერობით მხოლოდ 158-ს შეადგენს. 
დღევანდელი მდგომარეობით, ჩინეთში სულ 83 293 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 78 394 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 634 გარდაიცვალა. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics