2020-06-17 11:17:16, 2295 ნახვა
მსოფლიო
პეკინის მთავრობამ კოვიდ19-ის შემთხვევების ზრდის გამო, ავიარეისების უმეტესობა გააუქმა
პეკინის მთავრობამ კოვიდ19-ის შემთხვევების ზრდის გამო, ავიარეისების უმეტესობა გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას China Daily ავრცელებს.
ადგილობრივი დროით დილის 9 საათის მდგომარეობით, პეკინის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან და პეკინის დაქსინგის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით 850 შემომავალი და გამავალი რეისი გაუქმდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან