|
2015-08-27 11:02:49, 525 ნახვა
საზოგადოება
ერისთავის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა თ. ერისთავის ქუჩაზე (ყოფილი ე.წ. კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე) გაჩენილი ხანძრის დროული ლიკვიდაცია მოახდინეს. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ყოფილი ე.წ. კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე, შერეულ საწყობში ცეცხლი გაჩნდა. 3 წუთში ადგილზე მობილიზებული იყო სააგენტოს პირველი სახანძრო-სამაშველო დანაყოფები. ხანძრის ქრობას პირადად ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი. შეიქმნა ხანძრის სხვა შენობებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძარის ლიკვიდაცია დროულად მოხდა. სულ ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა 25 სახანძრო ავტოცისტერნა, 3 სამაშველო ეკიპაჟი და 2 ავტოკიბე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სულ დაიწვა 4000კვ.მ ფართობი. გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე დაიწყო (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)