|
2020-06-15 11:00:14, 12735 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 4 ახალი პაციენტია მოთავსებული, მათი მდგომარება საშუალოზე მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 4 ახალი პაციენტია მოთავსებული და მათი მდგომარება საშუალოზე მძიმეა. როგორც მან აღნიშნა, ორი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა. „ჩვენთან 40 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. გუშინ დღე-ღამის განმავლობაში, ჩვენთან შემოვიდა 4 ახალი შემთხვევა. ერთი გახლავთ საბურთალოს შემთხვევა და სამი არის შემოტანილი შემთხვევები. 2 არის სომხეთიდან შემოტანილი, ხოლო 1 შემთხვევა არის ტრანზიტი ერევანის რეისის, 1 შემთხვევა არის მოსკოვის, ლარსის საზღვარზე. შემოსული პაციენტების მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. ჩვენ არსებულ პაციენტებში გვყავდა 2 მძიმე ავადმყოფი და აქედან ერთის მდგომარეობა უკვე გაუმჯობესდა და როგორც საშუალო სიმძიმის ისე განიხილება და ერთი ჯერჯერობით, კვლავ მძიმე, თუმცა გაუმჯობესებულია. ის, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა პროგრესირებას არ დაექვემდებარება, არ შეიძლება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)