08:34 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-14 11:38:04, 3293 ნახვა

მსოფლიო
პოლიციამ პარიზში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

გუშინ, პარიზის ცენტრში რასიზმის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეებს შეკრების უფლება ჰქონდათ, პოლიციამ ოპერისაკენ მსვლელობის უფლება არ მისცა. აქტივისტების ნაწილი პოლიციის წინააღმდეგ ბოთლებსა და ქვებს ისროდა.

საპროტესტო აქციაში 2016 წელს საფრანგეთის პოლიციის მიერ დაკავებისას მოკლული ადამა ტრაორეს ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ.

მომიტინგეებს შორის ადამას და, ასა ტრაორეც იმყოფებოდა, რომელიც მათ მოუწოდებდა „უარი ეთქვათ სოციალურ, რასობრივ, პოლიციურ ძალადობაზე“.

„რაც ხდება შეერთებულ შტატებში, ხდება საფრანგეთშიც. ჩვენი ძმები კვდებიან“, - დასძინა ტრაორემ აქციაზე გამოსვლისას.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics