|
2020-06-12 21:12:17, 7354 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი - მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, არ დავუშვებ არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას ქართულ ჯარში
მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, არ დავუშვებ არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას ქართულ ჯარში. ჩემი რეაგირება იქნება მაქსიმალურად მკაცრი, როგორიც კანონის მიხედვით განსაზღვრული და გაწერილია, - ამის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილმა ამ განცხადებით „მინისტრთა საათზე“ ოპონენტებს უპასუხა და აღნიშნა, რომ სამხედროების 99% აპოლიტიკურია. „მე გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენი სამხედროების 99% აპოლიტიკურია. თუ 1% ან 0.1% არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, მათ კანონის ფარგლებში სათანადო ადგილს მივუჩენთ, ზედმეტი ჩარევა არ დაგვჭირდება. როცა დავინიშნე თანამდებობაზე, მე ვთქვი, რომ ჯარში მე არ შემომაქვს არავითარი პოლიტიკური ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი პრემიერ-მინისტრი და ახლაც პარტიის პოლიტიკური მდივანი ვარ. ვერცერთ პრეცედენტს ვერ დამისახელებთ ვერცერთი ჩვენი ვითომ ოპონენტი და დესტრუქციული ძალა, რეალურად ანტიეროვნული ძალები, რომლებიც ცდილობენ ყველას და ყველაფრის წაბილწვასა და პოლიტიზებას. ჩვენ ვიქნებით ძალიან ყურადღებით და დავაკვირდებით ამ პროცესს ძალიან დიდი ყურადღებით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)