17:47 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 15:43:52, 5960 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი: სამხედრო მრეწველობის განვითარება იმ ამბიციური გეგმის ნაწილია, რომლითაც თავდაცვის სამინისტროში ჩემს გუნდთან ერთად მოვედი

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოში სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით. ეს სწორედ იმ ამბიციური გეგმის ნაწილია, რომლითაც მე ჩემს გუნდთან ერთად თავდაცვის სამინისტროში მივედი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას.

თავდაცვის მინისტრმა კანონმდებლებს სამხედრო მრეწველობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ მნიშვნელოვან სიახლეებზე მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მან აღნიშნა, სსსტც „დელტაში“ უკვე დაიწყო ნატოს სტანდარტის ნაღმმტყორცნის ახალი მოდიფიკაციის შემუშავების პროცესი, უკვე დამზადდა ჯავშანმანქანაზე დასამონტაჟებელი ნაღმმტყორცნის მოდულის პირველი პროტოტიპი, ასევე მიმდინარეობს ჯავშანჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების წარმოება და გაუმჯობესება.

„კიდევ ერთი პროექტი იქნება ახალი ტყვია-წამლის საწარმოს ჩამოყალიბება. ამ პროექტში ჩართულია „დელტას“ პარტნიორი ორგანიზაციები“, - განაცხადა  თავდაცვის მინისტრმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics