|
2015-08-26 16:56:42, 717 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში დატბორილი შენობებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მთლიანად დასრულებულია
აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ბოლო მონაცემებით, აჭარაში დატბორილი შენობებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მთლიანად დასრულებულია. წუხანდელი ღამის განმავლობაში რეგიონში 250 მაშველი მუშაობდა. მათ შორის იმერეთის, გურიისა და თბილილსის 10 ბრიგადის 30 თანამშრომელი. უხვი ნალექის შედეგად დატბორილი ტერიტორიებიდან ხდებოდა ავტომანქანების გაყვანა და ზოგან მოსახლეობის ევაკუაცია. ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 300 გამოძახება. ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება. ელექტროენერგია აღდგენილია მთელი ქალაქის მასშტაბით. ქალაქი დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს. სპეციალური კომისია პარალელურად ახდენს მოსახლეობაში ზარალის აღწერას. შესაბამისი მონაცემების დათვლის და შეჯამების შემდეგ დადგინდება ზარალის რაოდენობა და გადაწყდება დახმარების ფორმა. რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლებიდან წუხელ ღამით ევაკუირებულ რამდენიმე ოჯახს - ისინი პრევენციის მიზნით იყვნენ გახიზნულები ახლომდებარე ოჯახებში და უკვე ყველანი თავიანთ საცხოვრებლებს უბრუნდებიან. https://youtu.be/M0cnAUWg_bY
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)