|
2020-06-11 13:28:03, 14748 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - მსოფლიოში კორონავირუსის ზრდის მაჩვენებელი ისევ ფიქსირდება, ხოლო გარდაცვალების პროცენტი იკლებს და 5.6%-ს შეადგენს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვალნელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის ზრდის მაჩვენებელი ისევ ფიქსირდება, ხოლო გარდაცვალების პროცენტი იკლებს და 5.6%-ს შეადგენს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს გამოჯანმრთელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს, რაც 84%-ს შეადგენს. „მსოფლიოში ზრდის მაჩვენებელი ისევ ფიქსირდება და უკვე 7.5 მილიონამდე ინფიცირებულია. დაახლოებით, 416 ათასი გარდაცვლილია. გარდაცვალების პროცენტი ოდნავ ქვემოთ მოდის და 5.6%-ია. აშშ, ბრაზილია და რუსეთი კვლევა პირველი სამეული გახლავთ. ასევე არასახარბიელო სიტუაციაა უშუალოდ ჩვენს სამეზობლოში, როგორც რუსეთში, ასევე თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. განსაკუთრებული ზრდის მაჩვენებლით სამწუხაროდ ხასიათდება რუსეთი და სომხეთი. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ დღევანდელი დილის მონაცემებით გვაქვს 828 დადასტურებული შემთხვევა 70 ათასი შესაძლო შემთხვევიდან, რომელიც იანვრის შემდგომ გამოკვლევას ექვემდებარებოდა. დღეს აქტიურია 121 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა უკვე 694. გამოჯანმრთელების პროცენტი საკმაოდ მაღალი გვაქვს და 84%-ს შეადგენს. საერთაშორისო გამოჯანმრთელება ალბათ, სულ 45%-ის ფარგლებშია. სამწუხაროდ იცით, რომ გვაქვს 13 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)