20:23 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 12:50:25, 20856 ნახვა

ევროპის ამბები
წულუკიანი - თუ ოპოზიციისა და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკაა სტაბილიზატორი, მომეცით უფლება ეს არ გავიზიარო

„ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილები რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებადაც არ უნდა მოგვევლინონ ქვეყნის შიგნით, მათ რაიმეს რესურსი პრაქტიკულად ამოწურეს. ისინი არიან განწირული მარცხისთვის, ამიტომ ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ დაუბრუნდნენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას, რომ „ქართული ოცნება“ და ჩვენი ლიდერი ვითომ პუტინის აგენტები არიან. ადრე ვარიგებდით მაცივრებსა და ტელევიზორებს, რომ გაგვეუბედურებინა ქართველი ხალხი და ახლა ვითომ ხელისუფლებაში დარჩენას პუტინის დავალებით ვცდილობთ, ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო და არასერიოზულია.

ბიძინა ივანიშვილი არის, ამას უკვე სერიოზულობით ვამბობ, ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენასა და რეალობაში, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთია, ვინც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტია, შესაბამისად, თუ ოპოზიციისთვის და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკაა სტაბილიზატორი, მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics