03:42 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 17:36:51, 2816 ნახვა

მსოფლიო
15 ივნისიდან, საბერძნეთი 29 ქვეყნისთვის საზღვრებს გახსნის

საბერძნეთი 29 ქვეყნისთვის 15 ივნისიდან საზღვრებს ხსნის, თუმცა ამ ქვეყნების ჩამონათვალში უკრაინა არ შედის. 
ტურისტები ათენის და სალონიკის აეროპორტებში შეძლებენ ფრენების დაჯავშნას - ამის შესახებ ინფორმაციას "Associated Press" ავრცელებს. 
საბერძნეთის ტურიზმის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნებადართული ქვეყნებიდან მოგზაურობა შეეძლებათ ათენისა ან ჩრდილოეთ სალონიკში. ხელისუფლება სიის გაფართოებას პირველ ივლისს გეგმავს. 
"ჩვენი მიზანია ვუმასპინძლოთ ყველა ტურისტს, ვინც გადალახა შშ და მოგზაურობის სურვილი აქვს ჩვენ ქვეყანაში", - განაცხადა ტურიზმის მინისტრმა, ჰარი თეორისმა. 
ეს არის იმ ქვეყანათა ჩამონათვალი, რომლებიც ამ სიაში შედიან: ალბანეთი, ავსტრალია, ავსტრია, ესტონეთი, იაპონია, ისრაელი, ჩინეთი, ხორვატია, კვიპროსი, ლატვია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ლიეტუვა, მალტა, ჩერნოგორია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, უნგრეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი და ფინეთი. 
ამ დროისთვის, საბერძნეთში სულ 175 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის ინფექციით, 2 900-ზე მეტი დაინფიცირდა. ეს შემთხვევები საბერძნეთის ცენტრალურ ქალაქებში დაფიქსირდა, ხოლო რაც შეეხება კუნძულებს, რომლებიც ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული დანიშნულებაა, ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 
”ჩვენ ვხსნით საზღვრებს, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას. ჯანმრთელობის მკაცრი პროტოკოლები დაიცავს როგორც თანამშრომლებს, ასევე ტურისტებს", - განაცხადა ჰარი თეორისმა. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics