2020-06-10 17:37:41, 1845 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში ორი მანქანა დაიწვა
დიდ დიღომში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ორ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ორ მანქანას ეკიდა.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, სადენებიდან გაჩნდა. ადგილზე სახანძროს ორმა ბრიგადამ იმუშავა.
ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,