06:32 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 13:25:51, 1962 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემის შექმნა მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემის შექმნაზე მუშაობენ.

წყლის საინფორმაციო სისტემა ევროკავშირის პროექტის „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (ENI SEIS II East)” ფარგლებში, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით იქმნება.

საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემა ხელს შეუწყობს წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის განხორციელებას. საქართველოს წყლის სისტემის ფუნქციები და დიზაინი  ევროპის წყლის საინფორმაციო სისტემის ანალოგიურია (WISE). სისტემაში შესაძლებელი იქნება წყალთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკის, კანონმდებლობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციზე, წყლის რესურსების შესახებ ხარისხობრივ და რაოდენობრივ მონაცემებზე და რუკებზე წვდომა. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, საქართველოში წყლის რესურსებთან დაკავშირებულ კომპეტენტური ინფორმაცია მიიღონ, ასევე, ეროვნული მონაცემები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მონაცემებთან  შეადარონ.

საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2020 წლის ბოლომდე. წყლის საინფორმაციო სისტემის მართვის უნარ-ჩვევების შესწავლის მიზნით, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი ექსპერტებისთვის ორდღიანი ონლაინ ტრენინგი ჩატარდა.

საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემის მართვაზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იქნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics