06:33 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 12:25:53, 1899 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: თბილისის მეტროში ძალოვანი კაბელების რეაბილიტაცია უწყვეტად მიმდინარეობს

დედაქალაქის მეტროში ძალოვანი ელექტროსადენებისა და გამნიავებელი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პანდემიის მიუხედავად, არ შეჩერებულა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, სამუშაოებს თურქული კომპანიების კონსორციუმი (Dogus და Elsitel) აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის“ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ახორციელებს. 

„თბილისის მეტროში ამჟამად მიმდინრე სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვნია პირადად ჩემთვის, ქალაქისთვის, მოქალაქეებისთვის, რადგან ყველაზე მეტი მგზავრი დღის განამვლობაში მეტროს გადაჰყავს. რაც მეტრო ფუნქციონირებს, მას შემდეგ, ძალოვანი კაბელებისა და ელექტროსისტემების ცვლილება არ მომხდარა. გასულ წელს „მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდისა“ და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს დახმარებით, აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ. პროექტის ღირებულება 15 მილიონი აშშ დოლარია. სამუშაოების ფარგლებში, უკვე დამონტაჟებულია, დაახლოებით, 500 კმ ძალოვანი და განათების კაბელი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ქვესადგურებში კაბელების მიერთება, რომელიც ხუთ მეტროსადგურში („ახმეტელი“, „სარაჯიშვილი“, „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“) უკვე დასრულებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, იცვლება გამნიავებელი სისტემაც, რადგან საბჭოთა კავშირის დროს დამონტაჟებული აგრეგატები, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. 

„რაც შეეხება გამნიავებელ სისტემებს, პროექტით გათვალისწინებული 32 ვენტილატორიდან 30 კომპლექტი უკვე ჩამოსულია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ვენტილატორების მონტაჟი და მიერთება. 30-დან 12 ვენტილატორი უკვე დამონტაჟებულია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება. პარალელურად, მიმდინარეობს მეტროს არსებული ვაგონების მოდერნიზება. ასევე, გამოცხადებული გვაქვს საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით. მალე გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. ბევრი საერთაშორისო მსხვილი კომპანიაა დაინტერესებული ამ ტენდერით და დარწმუნებული ვარ, მალე ქალაქს მეტროს ახალი თანამედროვე შემადგენლობები ეყოლება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics