23:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 13:25:25, 546 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტომ ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

დღეს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, პროექტ „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. კომპიუტერები საჭიროებების მიხედვით  მუნიციპალიტეტების  გამგეობსა და საკრებულოს შესაბამის სამსახურებში გადანაწილდება.

სულ პროექტის ფარგლებში  ხუთი საპილოტე მუნიციპალიტეტი შეირჩა: ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი და ყვარელი, სადაც  საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები უკვე მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, 5 მუნიციპალიტეტისთვის ჯამში 70 კომპიუტერის შესყიდვა განხორციელდა, მათგან 31   ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს დღეს გადაეცა.

„პროექტის საბოლოო მიზანია შერჩეულ საპილოტე მუნიციპალიტეტებში სერვისების მართვისა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემების დანერგვა. ამ სისტემების საშუალებით გაუმჯობესდება კონტროლი გაწეულ მომსახურებაზე, შემცირდება მომსახურების მიღების ვადები და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საოპერაციო და ადამიანური ხარვეზები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება გამჭვირვალე. ასევე განხორციელდება თვითმმართველობების პროცესების სტანდარტიზაცია და საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა. პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია და მოხარული ვართ, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს,  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობით საშუალება მიეცა ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის დანერგვას და თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას,“-განაცხადა სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.

კომპიუტერების გადაცემის პროცესი მომავალ კვირაში ახმეტის, ყვარელისა და  ხობის მუნიციპალიტეტებში დასრულდება. პარალელურ რეჟიმში უკვე დაიწყება კიდევ 5 საპილოტე მუნიციპალიტეტის შერჩევა, რომელთათვისაც ელექტრონული მმართველობის დანერგვის მიზნით კიდევ 50 კომპიუტერის შესყიდვა განხორციელდება.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics