|
2020-06-09 11:29:34, 1658 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - როდესაც ქვეყანას გაუჭირდა, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავს განცხადებით, როდესაც ქვეყანას გაუჭირდა, სამთავრობო გუნდმა შემოიჭირა ქამრები. როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საჯარო სექტორში სახელფასო ხარჯი 60%-ით შემცირდა. „უდიდესი ეკონომიკაა, 600 მილიონი ლარის, მათ შორის შრომის ანაზღაურების მუხლში მინუს 60% საჯარო სექტორმა დაიკლო, რაც ადეკვატურია. როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დავდექით და ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები, მაგრამ მარტო ეს რესურსი ვერ იქნებოდა საკმარისი. ასეთი გლობალური გამოწვევის წინაშე დავდექით, ყველაფერი სწორად და ოპერატიულად რომ დავაფინანსოთ, აქედან გამომდინარე ძალიან მალე იქნა ეს გარე დაფინანსება მობილიზებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შედის ცვლილებები და აღნიშნული პროექტი, საკანონმდებლო ორგანოს დღეს უნდა წარედგინოს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)