2020-06-08 13:29:36, 15210 ნახვა
Lifestyle
ადელი საკუთარი დიეტის საიდუმლოს ამხელს
ბრიტანელი კომპოზიტორი და მომღერალი ადელი , რომელმაც 45 კილოგრამი დაიკლო საკუთარ კვების რაციონზე და ვარჯიშის საიდუმლოს ამხელს-წერს The Sun.
გამოცემასთან ინტერვიუში მომღერალი ამბობს, რომ მისი დიეტა ინოვაციურობით არ გამოირჩევა-მან სახლში მზარეულობას მოეშვა და ახლა მზა ბიოლოგიურად ფუფთა საკვებს უკვეთავს, რადგან ეს ბევრად უფრო მოსახერხებელია. ადელის თქმით, მისი დიეტა დღეში 1700 კალორიის მიღებას ითვალისწინებს და ყველაფერი, რასაც ის მიირთმევს ბუნებრივი , ორგანული წარმომავლობისაა. არტისტის თქმით ის ყოველდღე 1 საათის მანძილზე ვარჯიშობს (20 წუთი "კარდიო" და 40 წუთი კუნთები) , აგრეთვე საღამოს საათებში 3ჯერ კვირაში ქალბატონი იოგის ვარჯიშითაა დაკავებული.
ადელი ამბობს, რომ ყოფილი "ზედმეტი" კილოგრამები , მისი ტკბილეულობისადმი სიყვარულით იყო დაგროვილი, ხოლო როცა მან ნახშირწყლების დაბალი მაჩვენებლის მქონე საკვებზე გადავიდა, "ყველაფერი ნორმაში მოვიდა".
ამის მიუხედავად, ადელის კოლეგებს და ფანებს ასეთი ექსტრემალური დაკლების არ სჯერათ , ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ მომღერალმა პლასტიკური ქირურგების დახმარებას მიმართა და ლიპოსაქცია გაიკეთა.
ადელის თქმით, მას გახდომახე მეტად ზედმეტი წონით გამოწვეული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა.
თებერვალში ადელი "ოსკარის" დაჯილდოებაზე ბევრმა ვერ იცნო.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან