|
2020-06-08 13:17:59, 3013 ნახვა
სამართალი
ვარკეთილში დაკავებულ პირს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ვარკეთილში დაკავებულ პირს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. სასამართლოს სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც. მომდევნო სხდომა 28 ივლისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მესამე მასივში, 5 ივნისს ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სამართალდამცველთა ოპერაციის შედეგად მამაკაცი დააკავეს, რომელიც საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და უმისამართოდ ისროდა. ვარკეთილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ალექსანდრე ივანოვს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. პოლიციელებზე თავდასხმის გარდა მას ბრალად ედება ხულიგნობა ჩადენილი ძალადობის მუქარით და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. აღნიშნული ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. გარდა ამისა, მას ბრალად ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი – ოჯახის წევრის სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება. ეს ქმედება ისჯება ექვსი თვიდან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ასევე, მას ბრალად ედება 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს პოლიციელებზე თავდასხმას.
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)