2020-06-07 14:50:10, 3690 ნახვა
მსოფლიო
ბოლო 24 საათში ჩნეთში, კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 3 ახალი შემთვევა გამოვლინდა
ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას, „როიტერი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, სამივე შემთხვევა იმპორტირებულია. ასევე, გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში „კოვიდ-19“-ის ორი უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა.
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 83 030 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 4 634 ადამიან
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან