|
2020-06-07 12:35:10, 3575 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ბაგებში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირთა პატიმრობას ითხოვს
თბილისის საქალაქო სასამართლო ბაგებში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. პროკურატურა მამუკა გურჩიანისა და მერაბ ხიდაშელისთვის პატიმრობას ითხოვს. რაც შეეხება მეორე დაკავებულს მამუკა გურჩიანს, ის ორივე წაყენებულ ბრალს აღიარებს. ბიზნესმენ მერაბ ხიდაშელის ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს ბრალი შეუმსუბუქდა და ჯგუფური ძალადობის მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდა. „ვფიქრობთ, რომ აღკვეთის სახით არასაპატიმრო ღონისძება იქნება გამოყენებული ხიდაშელის პიროვნებიდან გამომდინარე. ერთი პიროვნება ხუთიდან ამხელს ხიდაშელს - ერთი ადამიანის ჩვენებით პატიმრობის გამოყენება იქნება უკანონო გადაწყვეტილება", - ამბობს ხიდაშელის ადვოკატი.პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ცნობისთვის, ბაგებში მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ ხიდაშელის გარდა, კიდევ ერთი პირი, მამუკა გურჩიანი დააკავეს. მერაბ ხიდაშელის ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მამუკა გურჩიანს კი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა- ტარებას გულისხმობს.
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)