23:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 10:26:30, 559 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა რუსთავში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მოქმედებს პროექტი „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრო დევნილ ოჯახებს კერძო სახლებს საკარმიდამო ნაკვეთებით შეუსყიდის.
როგოგრც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, სამინისტრომ  დევნილებისათვის   ქვემო ქართლის რეგიონში 95, ხოლო რუსთავში 25 კერძო სახლი შეისყიდა.

დევნილთა და განსახლების მინისტრი  სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და კლინკა „ გორმედის“ დირექტორი  გია სვანაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი და ქ. რუსთავის ვიცე მერი ნოდარ შეროზია  იმ დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ, რომელთათვისაც სამინისტრომ  სახლები შეიძინა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ.

უწყების ინფორმაციით, სოზარ სუბარმა  მოინახულა  გურამ ბაბუციძის  ოჯახი, რომელიც სოციალურად დაუცველია.  მისი  ძმა ილია ბაბუციძე 2008 წლის ომში ცხინვალში დაიღუპა,  დაჯილდოვებულია "ვახტანგ გორგასლის" I ხარისხის ორდენით და მისი სახელი მინიჭებული აქვს ქ.თბილისში  ერთ-ერთ ქუჩას. 
აფხაზეთიდან  დევნილ პაატა ზაქარაიას  5 სულიან ოჯახს სამინისტრომ, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ქ.რუსთავი, შარტავას გამზირზე ბინა 26 000 ლარად  შეუსყიდა.  ბინის ღირებულება 5 000 ლარით მეტი იყო. აღნიშნული თანხა კი  კლინიკა „გორმედის“ ხელძღვანელმა გია სვანაძემ დაუფინანსა.  წლების განმავლობაში პაატა ზაქარაია  მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად  ქირით ცხოვრობდა
მინისტრი,  ასევე ესტუმრა მერაბ ქალდანის რვა სულიან ოჯახს, რომელსაც 6 და მათ შორის 5 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. ქალდანების ოჯახს სამინისტრომ კრიტერიუმების შესაბამისად ორი ბინა,  ერთი სამოთახიანი და ერთი ერთოთახიანი ბინა გადასცა. 

,,სოფლად სახლის“ პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ დევნილი ოჯახი თავად არჩევს სახლს, რომელსაც სამინისტრო მათთვის შეისყიდის, რაც ხელს უწყობს შემდგომი ინტეგრაციის პროცესს. სამინისტრომ აღნიშნული სახლები კრიტერიუმების გათვალისწინებით  შეისყიდა. 
სამინისტრომ, პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 660-ზე მეტი კერძო სახლი შეისყიდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics