12:26 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 11:55:29, 3003 ნახვა

კომენტარი
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები მარტი-მაისის პერიოდში გადასახადის სახით თითოეულ ობიექტზე თვეში მხოლოდ ერთ ლარს გადაიხდიან

მორიგი შეღავათი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს - ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდათ ეკონომიკური საქმიანობა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უმცირდებათ გადასახადის მოცულობა და მარტი-მაისის პერიოდში გადასახადის სახით თითოეულ ობიექტზე თვეში მხოლოდ ერთ ლარს გადაიხდიან.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად, გადამხდელთა ნაწილმა საგადასახადო ორგანოს არ მიმართა შესაბამისი განცხადებით. ამის გამო, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებს უწევდათ 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების საანგარიშო პერიოდებზეც შესაბამისი გადასახადის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდებში მათ ეკონომიკური საქმიანობა ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდათ.

იმისთვის, რომ აღნიშნულ გადამხდელებს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ შეექმნათ დამატებითი პრობლემები გადახდასთან დაკავშირებით, ცვლილებები შევიდა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული #6 დანართში და ფიქსირებული გადასახადის განაკვეთად  თითოეული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განისაზღვრა, ერთი ლარი 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების საანგარიშო პერიოდებში.

აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებისთვის და ხელს შეუწყობს დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების გარეშე შეძლონ საქმიანობის აღდგენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics