|
2020-06-04 15:27:06, 3346 ნახვა
კომენტარი
რატი იონათამიშვილი: მავნებლობაა, როდესაც „ფეიკ ნიუსებით" ფაქტების დამახინჯება და მძიმე და სენსიტიური თემების კიდევ უფრო განგებ გამძაფრება ხდება
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა, საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და სახალხო დამცველს „ფეიკ ნიუსების" წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებების დაწყება შესთავაზა. „დღევანდელ სამყაროში ინფორმაციის ზუსტად და სწრაფად გავრცელებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. შესაბამისად, როდესაც ინფორმაციის განძრახ დამახინჯება და სიცრუის ტირაჟირება ხდება, ეს საზოგადოებისთვის ორჯერ უფრო ცუდი საქმეა. სულ ახლახანს ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ძალიან მძიმე თემა იყო გაშუქებული, რომელიც ახალშობილი ბავშვის ფაქტს ეხებოდა. ჩემთვის სასაუბროდაც ახლა ძალიან მძიმეა, მაგრამ ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ეს კომენტარი გავაკეთო. სიუჟეტში იყო, რომ სავარაუდოდ არასრულწლოვანმა გოგომ იმშობიარა, ასევე სავარაუდოდ, მშობიარობის შემდეგ ახალშობილი მოიშორა და ეს ფაქტი ფატალურად დამთავრდა. შემდეგ გარდაცვლილი ახალშობილი იპოვა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი მოსასმენადა და შემდეგ უკვე სიცრუის ტირაჟირების მიზანმიმართული კორიანტელი წამოვიდა თითქოს და სამართალდამცავებმა პოლიეთილენის პარკით გადააგდეს ეს ახალშობილი. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ამ ფაქტების ასეთი დამახინჯება ხდება, ასეთი ისედაც მძიმე და სენსიტიური თემის განგებ კიდევ უფრო გამძაფრება ხდება, იმისთვის, რომ დაითრგუნოს საზოგადოება და დაითრგუნონ კონკრეტული სამსახურის თანამშრომლები, ვინც პირველები მივიდნენ დანაშაულის ადგილზე, ეს მართლაც მავნებლობაა. მავნებლობაა იმიტომ, რომ მაგალითისთვის ვიტყვი, მეც, როგორც პოლიტიკოსი და თქვენ, სახალხო დამცველი, ხშირად ვყოფილვართ ცალკეული ჯგუფების თავდასხმის ობიექტებიი, ერთმანეთიც გაგვიმხნევებია ამ მხრივ და ყოფილა ოფიცილური განცხადებები. თქვენგანაც დადებითი პრეცენდენტი იყო ნამდვილად, მაგრამ ჩვენ ვინაიდან ვართ საჯარო პიროვნებები და გვაქვს ვალდებულება საკუთარ თავზე აღებული, გარკვეულწილად მზად ვართ ეს ტვირთიც მივიღოთ, მაგრამ ის თანამშრომელი რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება და ასრულებს თავის ვალდებულებას, შემდეგ ასეთი ცილისწამების სამიზნე ხდება, რომელსაც ამ ფაქტის წასწრების შემდეგ ისედაც სჭირდება გარკვეული ფსიქოლოგიური კონსულტაციების გავლა, შეიძლება საერთოდ ადამიანის ჯანმრთელობა ბოლომდე ჩამოიშალოს. ეს იმ უწყების თანამშრომლებზეა საუბარი, რომლებიც განსაკუთრებით პანდემიიის დროს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვმართებს ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ „ფეიკ ნიუსებისა" და სიცრუის ტირაჟირების დონე მაქსიმალურად იყოს შემცირებული, იმიტომ რომ ამას შეიძლება ძალიან სავალალო შედეგები ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეზე. ჩვენი საზოგადოება იმსახურებს სწორი ინფორმაციის მიწოდებას", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)