|
2020-06-04 15:06:57, 3116 ნახვა
სამართალი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ საიას სააპელაციო საჩივარი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საიას სააპელაციო საჩივარი და საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში 10 არარეზიდენტ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების (თითოეულზე თანხის მითითებით) გადმოცემა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონები გამორიცხავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-, რადიო-, ასევე ვებგვერდებისა და სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი პროდუქციის ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის გავრცელებას, მაგრამ ეს არ გულისხმობს სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების ამსახველი ხელშეკრულებების საჯაროობის გამორიცხვას და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება მაინც არსებობს. სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნებისთვის, მხოლოდ მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების კონფიდენციალურად მიჩნევის თაობაზე, ვერ აქცევს მას კომერციულ საიდუმლოებად. დამატებით, საჭიროა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის მიზანშეწონილობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში კი აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს წარმოება არ ჩაუტარებია და შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღია, რის გამოც, ეს ინფორმაცია ვერ მიიჩნევა კომერციულ საიდუმლოებად. აღსანიშნავია, რომ მოცემული დავა სასამართლოში, ერთ წელზე მეტია, გრძელდება და ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ინფორმაციას დაინტერესებული პირებისთვის არ ასაჯაროებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში და ის შეიძლება, კანონით დადგენილი წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)