13:41 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 14:31:10, 3363 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე - საქართველომ არ შეიძლება უარი უთხრას ამერიკულ ინვესტიციებს

„საქართველომ არ შეიძლება უთხრას უარი ამერიკულ ინვესტიციებს. ასობით მილიონია საქართველოში უკვე დახარჯული „ფრონტერას“ მიერ, რომელიც ასობით ადამიანს ასაქმებდა  და უამრავ შემოსავალს ქმნიდა ქართულ ოჯახებში - ამის შესახებ, გიორგი ვაშაძემ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა.

მისი თქმით, იმის მტკიცება, რომ გაზის მარაგი რეალურად არ არის სრული აბსურდია.

„საქართველომ არ შეიძლება უთხრას უარი ამერიკულ ინვესტიციებს. ასობით მილიონია საქართველოში უკვე დახარჯული „ფრონტერას“ მიერ, რომელიც ასობით ადამიანს ასაქმებდა  და უამრავ შემოსავალს ქმნიდა ქართულ ოჯახებში.

თუ ვინმე ამტკიცებს, რომ გაზის მარაგი არ არის და ამიტომ უნდა შეწყდეს ურთიერთობა, ეს სრული აბსურდი მგონია. კომპანია ფულს ხარჯავს საქართველოში, კვლევა-ძიების სამუშაოებზე კაპიკი არ იხარჯება ბუჯეტიდან, შედის გადასახადები ბიუჯეტში, საქმდება საქართველოს მოქალაქეები და რაც ყველაზე საგანგაშოა გაზი ნამდვილად არის, მაგრამ ამ გაზის მოპოვება შეიძლება უნდა რუსულ კომპანიას, ან ვინმე სხვას რომლისთვისაც მთავარი იარაღი არის გაზი როგორც საქართველოსთან, ასევე მთლიან რეგიონთან ბრძოლისთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძე.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics