13:42 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 12:06:08, 1504 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი - ჩვენ ვიქნებით სახელისუფლებო გუნდი, რომელიც გამჭვირვალედ დაამარცხებს ე.წ ფეიკ ნიუსების შემქმნელ ოპოზიციას

არავინ არსად არ მიდის, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სახელისუფლებო გუნდის მთავარი მიზანია, რომ გამჭვირვალედ დაამარცხოს ე.წ ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მედიასაშუალებები.

„მინდა გამოვეხმაურა ყალბ ინფორმაციებს, რომლებიც მრავლად ვრცელდება, ე.წ ფეიკ ნიუსი გახდა არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ მსოფლიოს ძველ დემოკრატიულ ქვეყნებშიც სერიოზული პრობლემა, რომელიც დემოკრატიას ემუქრება.

ბოლო დღეებში ჩვენ ვისმენდით ყალბ ინფორმაციას, თითქოს წულუკიანი მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის ფეიკ ნიუსი, შემდეგ ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს წულუკიანი მიდის პარლამენტის თავმჯდომარედ, ეს არის ყალბი ინფორმაცია, გუშინ კი, ვიხილეთ შექმნილი ახალი ყალბი ინფორმაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. ეს არის ყალბი ინფორმაცია, ანუ ე.წ ფეიკ ნიუსი. არავინ არსად არ მიდის.  გახარია არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე არჩევნებში. ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ და ეს იქნება გუნდი, რომელიც დაამარხებს არა მხოლოდ პანდემიას, მოიტანს უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას, ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი, რომელიც მორიგჯერ გამჭვირვალე არჩევნებით დაამარცხებს სერიოზულ პრობლემას - რომელსაც ჰქვა ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics