|
2015-08-25 14:35:58, 586 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი: ცოტა ფრთხილად თუ იქნებიან ექსპერტები და მოქალაქეებიც, რომლებიც აჟიოტაჟის მსხვერპლი გახდნენ, მოიგებენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ხელოვნური აჟიოტაჟია ატეხილი და ვინც ამ აჟიოტაჟს აჰყვება, დაზარალდება. მისივე თქმით, ადამაინები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, აკეთებენ განცხადებებს, რომელიც ლარის კურსზე ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს. "ხელოვნური აჟიოტაჟი არა მხოლოდ საქართველოს, მსოფლიო ვალუტებზე ახდენს გავლენას. ეს აჟიოტაჟი არის ყოველთვის დროებითი. თუ მაკროეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურია, გვერდით აჟიოტაჟს ვინც აყვება, ის ძალიან მაგრად აგებს. ამიტომაც, ცოტა ფრთხილად თუ იქნებიან ექსპერტებიც და ის მოქალაქეებიც, რომლებიც ამ აჟიოტაჟის მსხვერპლი გახდნენ, ისინი მოიგებენ.სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ არც შესაბამისი გამოცდილება, არც ცოდნა, არც ინფორმაცია, აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რაც ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს დროებით ლარზე და იმ ადამიანების ჯიბეებზე, რომლებიც ამ აჟიოტაჟს წამოეგნენ",-განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)