07:01 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 12:59:27, 4562 ნახვა

მსოფლიო
ფლოიდის მხარდამჭერი აქცია გლობალური ხდება - საფრანგეთში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პოლიციამ პარიზში მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც რასიზმის აპროტესტებენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პარიზში მიმდინარე აქცია ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას უკავშირდება. მომიტინგეები ფლოიდის მკვლელების დასჯასა და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ.

საფრანგეთში აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს სამართლიანობის აღდგენა ადამ ტრაორესთვის, ფრანგი შავკანიანი ადამიანისთვის, რომელიც  2016 წელს პოლიციის მსხვერპლი გახდა.

„ევრონიუსი“ წერს, რომ დაძაბულობა გამწვავდა მარსელშიც. პოლიციამ რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებიც ლიონში შეიკრიბნენ, ცრემლსადენი გაზით დაარბია.

 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი აქცია არამარტო აშშ-ში არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებშიც გაიმართა.

გამოცემა აღნისნავს, რომ კვირის ბოლომდე ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი პროტესტი სხვადასხვა ქვეყნებში დაგეგმილია.

ცნობისთვის, ჯორჯ ფლოიდი, 46 წლის აფროამერიკელი, მოკლეს ორშაბათს მინეაპოლისში პოლიციის დაკავების დროს. საქმეში მონაწილე პოლიციელებს ბრალი წაუყენეს ფლოიდის მკვლელობაში და განაჩენი ორშაბათს სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. კადრებში, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდება ჩანს, რომ პოლიციელი, შოვინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ფლოიდს კისერზე მუხლს ადებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფლოიდი არაერთხელ ამბობს, რომ მას სუნთქვა არ შეუძლია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics