07:00 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 12:34:04, 4218 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში, საპროტესტო აქციებისა და არეულობების შედეგად მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, პროტესტებისა და არეულობის დროს, რომელიც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით არის გამოწვეული, მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა - აღნიშნულ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაღუპულები არიან ჩიკაგოში (ილინოისი), დეტროიტში (მიჩიგანი), ომაჰაში (ნებრასკა), დავენპორტში (აიოვა), ოკლენდში (კალიფორნია) და ლუისვილში (კენტუკი). დაღუპულთა უმეტესობა აფროამერიკელია.

Associated Press-ის უახლესი შეფასებით, შეერთებულ შტატებში, ბოლო 4 დღის განმავლობაში დაახლოებით 4.4 ათასი ადამიანი დააკავეს საპროტესტო აქციების და არეულობების დროს. კერძოდ, მათ ბრალი წაუყენეს ძარცვისთვის, კომენდანტის წესების დარღვევისთვის, გზების გადაკეტვისთვის.

არეულობებთან დაკავშირებით, კომენდანტის საათი დაწესდა აშშ-ს დაახლოებით 40 ქალაქში, მათ შორის ვაშინგტონში, ლოს ანჯელესსა და ნიუ იორკში.

მაგრამ მიუხედავად კომენდატის საათისა, პროტესტანტები არ აპირებენ ქუჩების დატოვებას. ისინი აცხადებენ, რომ არ მისცემენ საშუალებას პრეზიდენტ ტრამპს, რომ დაამახინჯოს ამერიკელი ხალხის დემოკრატია.

მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics