|
2020-06-02 10:49:47, 7262 ნახვა
ომი უკრაინაში
1000-მდე გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების: ,,სადახლო საავტომობილო”, „ლაგოდეხი“, „გუგუთი“, „გარდაბანი რკინიგზა“, “ყაზბეგი”, „სარფი“, „ბათუმის პორტი“, „ფოთის პორტი“, „ვალე“, „კარწახი“, „ნინოწმინდა“, „მტკვარი“, „გარდაბანი“, ასევე ფოთისა და ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონების 1000 -მდე მებაჟე ოფიცერს, გამოკვლევა ჩაუტარდა. კორონავირუსი არც ერთ მათგანს, ამ ეტეპისთვის, არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები ,,COVID-19“ -ზე უარყოფითია. ამასთან, შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 31 მაისს, დადასტურებული შემთხვევა, არის დასუფთავების კომპანიის თანამშრომელი და მას საბაჟო გამშვები პუნქტის ,,სადახლო საავტომობილოს“ მიმდებარე ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება ევალებოდა. აღნიშნულ ქალბატონთან მებაჟე ოფიცრებს, მოქალაქეებსა და სხვა სამსახურების წარმომადგენლებს კონტაქტი არ ჰქონიათ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)