|
2020-05-31 16:43:38, 1412 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - საქართველოს ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცების ერთადერთი გზაა
„ასეთი მაღალი და სუფთა ტექნოლოგიებით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც კიდევ შემოგვემატება უახლოეს წლებში, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საწინდარია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით ასეთ პროექტებს და ყოველთვის დავუჭერთ მხარს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შუახევი ჰესის კასკადის მონახულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, შუახევი ჰესის კასკადის ექსპლუატაციაში შესვლა, რომელიც 2020 წლის თებერვალში განხორციელდა, დიდი მოვლენა იყო საქართველოს ენერგეტიკისთვის. მისი თქმით, აღნიშნული კასკადი, ჯამური სიმძლავრით 187 მგვტ, ბოლო 70 წელიწადში ყველაზე მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტია, რომელიც საქართველოში განხორციელდა. „გარდა იმისა, რომ ეს არის ჩვენი ადგილობრივი წარმოების მწვანე ენერგია, რომელსაც ჰესი აწვდის ბაზარს, აქ ხდება ადგილობრივი მცხოვრებლების დასაქმება. სამშენებლო სამუშაოების დროს 1000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, ახლაც შექმნილია 50-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი და ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცების ერთადერთი გზაა. შუახევიჰესი წარმოადგენს შუახევისა (178მგვტ) და სხალთა (9მგვტ) ჰესების კასკადს, რომლის დადგმული სიმძლავრე 187 მგვტია. შუახევის ჰესების კასკადი, ჯამურად 450 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რითაც ყოველწლიურად 200 ათასი ტონით შეამცირებს სასათბურე აირის გამოფრქვევას გარემოში და ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას კლიმატის ცვლილების შემცირების შესახებ. 187 მგვტ სიმძლავრის შუახევიჰესი კომერციულ ოპერირებაში 2020 წლის თებერვალში შევიდა. მის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ ამ დროის მონაცემებით, უკვე შეადგინა 200 მილიონი კვსტ.
FT: ტრამპის მეგობარი რუსულ „ნოვატეკს“ დაეხმარა ალასკაში სტრატეგიული თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის მშენებელ ამერიკულ კომპანიაზე კონტროლის მოპოვებაში
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)