|
2020-05-30 11:06:37, 14536 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისის წყაროა, დანარჩენი კი თბილისის
საქართველოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო ბოლნისს უკავშირდება, ცხრა კი, უკვე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდებობა ბოლო 24 საათში 11-ით გაიზარდა, იყო 746 და ახლა არის 757 დადასტურებული შემთხვევა. ასევე 24-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა – 576-დან 600-მდე. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 145 პაციენტი მკურნალობს „11 დადასტურებული შემთხვევიდან ორი არის ბოლნისის ცნობილი წყარო, დანარჩენი ცხრა არის უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულები, ყველა ცნობილია. გრძელდება კვლევა თუ არსებობს ამ წყაროში კიდევ ინფიცირებულები. ახალი კლასტერი არ არის, ცნობილი წყაროა. დადასტურებული პაციენტების კვლევა გრძელდება. კონტაქტირებულების კვლევა ტარდება კონტაქტის პირველი დღიდან დაახლოებით 14 დღის განმავლობაში. დაავადების გამოვლენის პერიოდი არის ერთიდან 14 დღემდე. ეს პაციენტები გამოკვლეული იყვნენ მე-13, მე-14 დღეს“, – განაცხადა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ ისინი ბინაზე, იზოლაციაში იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)