|
2020-05-29 22:53:14, 7624 ნახვა
სხვადასხვა
მაიმუნებმა კორონავირუსის მქონე პაციენტების სისხლის სინჯები მოიპარეს
ჩრდილოეთ ინდოეთის შტატში, უტარ-პრადეშში მაიმუნებმა კორონავირუსზე აღებული სისხლის ნიმუშები მოიპარეს. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თავდასხმა ამ კვირაში მაშინ მოხდა, როდესაც ლაბორატორიის ტექნიკოსი მეერუთში, სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის კამპუსში, ფეხით გადაადგილდებოდა. "მაიმუნებმა მას [სინჯარები] ხელიდან გამოგლიჯეს და გაიქცნენ. მათ თან იმ პაციენტების სისხლის ნიმუშები წაიღეს, რომლებსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ დ ამკურნალობის კურსს გადიან. ჩვენ მათ ანალიზები თავიდან ავუღეთ", - ამბობს ექიმი გარგი, კოლეჯის წამყვანი სპეციალისტი. ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, დაღვარეს თუ არა მაიმუნებმა სისხლი გატაცებული სინჯარებიდან, მაგრამ ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები შიშობენ, რომ ცხოველებმა შესაძლოა ვირუსი დასახლებულ პუნქტშიც გაავრცელონ. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსი 165 799 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 4 706 გარდაიცვალა, 81 843 კი გამოჯანმრთელდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)