2015-08-24 15:47:41, 377 ნახვა
საზოგადოება
შატილიდან მუცომდე მისასვლელი საავტომობილო გზა აღდგენილია
სოფელ შატილიდან სოფელ მუცომდე საავტომობილო გზა აღდგენილია.
„დღეს დილიდან აღდგენილ იქნა სოფელ შატილიდან სოფელ მუცომდე მისასვლელი საავტომობილო და შატილი-მუცოს საცალფეხო გზების დაზიანებული მონაკვეთები. შატილიდან სოფელ მუცომდე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით“,-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან