13:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 19:03:08, 1154 ნახვა

კომენტარი
პრემიერი ოპოზიციას - რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რაზეც ვთვლი, რომ ხელისუფლებამ კი არა ქვეყანამ გაიარა

„რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რაზეც ვთვლი, რომ ხელისუფლებამ კი არა ქვეყანამ გაიარა, მოქალაქემ გაიარა, არც მე და არც თქვენ“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ დეპუტატებს.

მისი თქმით, მთავარი არის ის, რომ ეპიდემიური აფეთქება არ მივიღეთ.

„რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რაზეც ვთვლი, რომ ხელისუფლებამ კი არა ქვეყანამ გაიარა, მოქალაქემ გაიარა, არც მე და არც თქვენ. თქვენ იყავით ერთი მხრიდან, როლებიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდით, ახლა შევანჯღევთ და იქნებ როგორმე კონფლიქტი გაჩნდეს, ამას ცდილობდით, ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანდა. რეალურად მარტივი რაღაც მოხდა, ადამიანმა, მოქალაქემ დაიჯერა, ენდო მთავრობას და თქვა, რომ მე, ჩემი რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკვეულ წესებს დავიცავ და ეს წესები იყო სადღაც ორი მეტრი იყო, სადღაც უფრო მეტი. იყო ერთეული შემთხვევები, სადღაც მართლაც მოხდა რაღაც. ამ ყველაფერში მთავარი არის ის, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც არის ათასწლოვანი ისტორიის ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტი, შეიცვალა ისე, რომ ადამიანებს მოუწოდებდა იმას არა, რასაც მთავრობისთვის იქნებოდა კარგი, რომ სასულიერო მსახურება აღდგომის ღამეს არ აღვასრულოთ, ამას არ მოუწოდებდა, მოუწოდებდა ეს გავაკეთოთ, ოღონ დავიცვათ წესები. საბოლოო ჯამში მივიღეთ ქართული ეკლესიის სურათები მსოფლიოში, სადაც ადამიანები ლოცულობენ ორმეტრიანი დისტანციით. ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ის, რომ ეპიდემიური აფეთქება არ მივიღეთ. მართალი რომ ვიყავით ეს გაიგეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics