2020-05-27 18:19:25, 1299 ნახვა
კომენტარი
გახარია ფარცხალაძეზე - დააშავა? დაჯარიმდა!
„დააშავა? დაჯარიმდა!“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია "ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის კითხვას ფარცხალაძეზე.
მისი თქმით, ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.
„ე.ი ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? დააშავა? დაჯარიმდა, გადაიხადა. ეგეთები ბევრი დაჯარიმდა, 9 000 ჯარიმა იყო.
ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, დააშავა? დაჯარიმდა!“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ავტომობილით მოძრაობის შეზღუდვის დროს რუსთაველის გამზირზე მანქანით გადაადგილდებოდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან